კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი მათ პრობლემების გადაწყვეტას ჯერ კიდევ 17 მაისს დაპირდა, როდესაც მათთან შეხვედრა გამართა.

მათი განმარტებით, საქმე ეხება 1988-1992 წლებში კოოპერატივების მიერ დაწყებულ მშენებლობებს, რომლებიც შეჩერდა და არ დასრულებულა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქოქიაშვილი აცხადებს, დაზარალებული, უბინაოდ დარჩენილი არის დაახლოებით 8 500 ოჯახი. მისივე თქმით, 1998 წელს სახელმწიფომ ეს ვალი საშინაო ვალად ცნო და ამ ვალის გათვალისწინება უნდა მოხდეს ბიუჯეტში.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები მოითხოვენ სასწრაფოდ მოხდეს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამთავრებას დაქვემდებარებული კორპუსების დასრულებისთვის საჭირო თანხების ასახვა და პარალელურ რეჟიმში, ფინანსთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფის საშუალებით დაიწყოს დანარჩენი დაზარალებულებისთვის გასაცემ კომპენსაციაზე პროგრამის შემუშავება.