ირაკლი ალასანია: გამიხარდება, თუკი  საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას, რაიმე ქმედითი ნაბიჯი მოყვება

ირაკლი ალასანია: გამიხარდება, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას, რაიმე ქმედითი ნაბიჯი მოყვება

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის  განცხადებების შეფასებისას, აცხადებს, რომ ძალიან გაუხარდება, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.

„მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველვყოთ იმით, რომ გაჩნდეს სამშვიდობო პროცესის რეალური შანსი, მოხდეს აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაცია. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ნორმალური სამუშაო ურთიერთობა რუსეთთან და ეს გვინდოდა დაგვეწყო სწორედ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენით. პრემიერ-მინისტრმა გადადგა ნაბიჯი და დანიშნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში. მე ძალიან გამიხარდება, თუკი რაიმე ქმედითი ნაბიჯი მოყვება საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას“, - განაცხადა  ალასანიამ.