ზურაბ აბაშიძე: ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან უახლოეს მომავალში იგეგმება

ზურაბ აბაშიძე: ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან უახლოეს მომავალში იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომაგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავრვის განცხადებებს გამოეხმაურა.

აბაშიძის განცხადებით, მისი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან უახლოეს მომავალში იგეგმება.

„მივესალმებით ბატონ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე,  დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე,  რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის“,- განაცხადა  აბაშიძემ .