სააკაშვილი: ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ებრაელებს და ისრაელს ეხება

სააკაშვილი: ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ებრაელებს და ისრაელს ეხება

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ განაცხადა, სადაც ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ძალიან მძიმე ადგილია და ამ ბანაკში რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

„ამერიკაში სწავლისას, ვაშინგტონში, ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი ტომას ბურგენტალი მიყვებოდა თუ როგორ მიიყვანეს 1939 წელს ის (9 წლის ასაკში) ამ ბანაკში და როგორ იყო იქ 1945 წლამდე. მას დაუხოცეს ძმები, დები, მამა და მხოლოდ ის და დედამისი გადარჩნენ. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებმაც ამ ბანაკში დაასრულეს ცხოვრება" - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მოღვაწეზე გიორგი ფერაძეზე ისაუბრა.

„იგი იყო ქართველთა განათლებულობის სიმბოლო. მან იცოდა 10-მდე უცხო ენა, იყო მრავალი უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან ბევრ ადგილზე აქვს დატოვებული თავისი დიდი სამეცნიერო კვალი. ამას გარდა, გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც რამდენიმე მთავარი გზავნილი დაგვიტოვა. დიდი ქართული ისტორიის, ქართული სულიერების პირველი გზავნილია - ის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ეკლესიას საქართველოს ისტორიისა და ქართული იდენტობისთვის. მან გამოიკვლია ქართველების კვალი იერუსალიმში, პალესტინაში, სხვა უცხო ადგილებში. პირველად მან გამოაქვეყნა პეტრიწონში გადაწერილი ქართული ხელნაწერი. მან სამუდამოდ დაგვიტოვა ის, რომ საქართველო არ არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მთელი რეგიონის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. არასდროს არც ერთმა ქართველმა არ უნდა თქვას, რომ საქართველო არის უმნიშვნელო ქვეყანა - მართალია, ზომით საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ მნიშვნელობით, ისტორიულად, დღევანდელობით, პოტენციურად, ძალიან დიდი ძალის მატარებელია მთელ რეგიონში.

ჩვენთვის კიდევ ერთი გაკვეთილია ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს - ისრაელთან, კერძოდ, ისრაელის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და განსაკუთრებული დამოკიდებულება მართებს იმ ქვეყნებთან, რომელთან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული ურთიერთობა.

დადგა ჟამი ქვების შეგროვების და ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაგროვებთ ჩვენ თანამემამულეებს მთელ მსოფლიოში" - აღნიშნა