გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი სვანეთში იმყოფებიან

გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი სვანეთში იმყოფებიან

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი მოადგილე მარინე მიზანდარი სვანეთში იმყოფებიან.

ისინი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს ესტუმრნენ. ახლად დასრულებულ შენობა დაათვალიერეს და პირობები ის განიხილეს, თუ რამდენად მზადაა სამუზეუმო სივრცე ექსპოზიციის გასამართად და მუზეუმის  საგანძურის დასაბრუნებლად.

დღესვე, ისინი ადგილზე შეამოწმებენ მესტიის ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში საგანძურის დაცულობის დონეს და ადგილზე განიხილავენ არსებულ ვითარებას; შეხვდებიან სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს რუსუდან ქოჩქიანსა და მუზეუმის თანამშრომლებს.

სვანეთში ვიზიტს საფუძვლად დაედო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამოქალაქო საზოგადოებისა და საპატრიარქოსთან შექმნილი კომისიის მიმართვები, სადაც საუბარია საგანძურის შენახვის დარღვეულ პირობებსა და საგანძურისთვის შექმნილ არაშესაფერის გარემოზე.