ბრიტანელი ცნობილი პუბლიცისტი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბრიტანელი ცნობილი პუბლიცისტი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

 The Guardian-ის ინფორმაციით, BBC-ის ცნობილი წამყვანის ჯიმ სევილის საქმის გამოძიებისას, რომელსაც არასწრულწლოვანებთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი,კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანელი მაქს კლიფორდი დააკავეს.

69 წლის პუბლიცისტს ბრალად სექსუალური ძალადობა წაუყენეს, რომელსაც ადგილი 1977 წელს ჰქონდა,თუმცა დღეს გირაოს შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს.

მაქს კლიფორდი ბრიტანული მასმედიის ერთ-ერთი ცნობილი სახე და წამყვანი PR სპეციალისტია.  წლების განმავლობაში კლიფორდმა  მრავალ ვარსკვლავთან იმუშავა,მისი პოპულარობა ქვეყანაში ძალიან მაღალია.

კლიფორდი უკვე მეექვსეპიროვნებაა, რომელიც  ჯიმ სევილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.