ქანთარია უმცირესობას მოუწოდებს „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვას

ქანთარია უმცირესობას მოუწოდებს „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვას.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, ქანთარიამ განაცხადა, ამნისტიას საზოგადოების დიდი ნაწილი სულმოუთქმელად ელოდება.

„სჯობს, თქვენს რიგებშიც გამოაცხადოთ ამნისტია და ზოგიერთი ადამიანი თქვენი რიგებიდან გაუშვათ. უმცირესობაში არის ორი გოგო ჯერ კიდევ ნათელთვალებიანი და უმჯობესია პოლიტიკურ სუტინიორობას თავი დაანებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ“, - მიმართა უმცირესობას ქანთარიამ.

ქანთარიას განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა დაგმო და კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„სჯობს, კორექტულები ვიყოთ და ერთმანეთის ღირსებას ნუ შევლახავთ“, - დასძინა მან.

ქანთარიამ „ორ გოგოში“ თამარ ბოკუჩავა და მარიამ საჯაია მოიაზრა.