დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ცენტრალური აზიის საკრედიტო ოფიცერს, ტომას ტამოსაუსკასს და ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომისტს, ლუკა გატინის შეხვდა.

უწყების ინფრომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურს სამინისტრო ევროპის საინვესტიცო ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა შორისაც არის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.