პარლამენტის შენობაში ჟანგბადის მაჩვენებელი საკმარისზე დაბალია, ნახშიროჟანგის მაჩვენებელი კი აწეულია

პარლამენტის შენობაში ჟანგბადის მაჩვენებელი საკმარისზე დაბალია, ნახშიროჟანგის მაჩვენებელი კი აწეულია

სამეცნიერო კვლევითი ფირმა „გამას“ პრეზიდენტის, ვახტანგ გვახარიას ინფორმაციით,  ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ჟანგბადის მაჩვენებელი საკმარისზე დაბალია, ნახშიროჟანგის მაჩვენებელი კი აწეულია.

როგორც from.ge-ს გვახარიამ განუცხადა, შენობაში ჰაერის შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის არასასარგებლოდ არის შეცვლილი.

„კერძოდ, ნახშიროჟანგისა და ჟანგბადის რაოდენობა ჰაერის საშუალო შემადგენლობის მაჩვენებელს არ პასუხობს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო განიცდიან თანამშრომლები დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძენებებს, გულის რევას, თავის ტკვილს.

პრობლემაა ასევე ისიც, რომ შენობა საერთოდ არ ნიავდება, ჰაერის ბრუნვის პროცესი კი არასწორად მიმდინარეობს. ამასთან, შენობაში ჰაერის ტემპერატურა საკმარისზე მაღალია. სერიოზულად დგას ე.წ. ვინტილაციის პრობლემა და ის სათანადო დონეზე არ მუშაობს. როგორც ჩვენ გვეჩვენება ე.წ. ვინტილაციის პრობლემა საკმაოდ ძნელი გადასაწყვეტი იქნება. სწორედ ვინტილაციის გამოა შენობაში ხმაური, რაც ასევე არანაკლები პრობლემაა. პარლამენტში სასმელი წყლის მაჩვენებელი ნორმალურია და სტანდარტებს პასუხობს“, - აცხადებს გვახარია.