ბარაკ ობამამ საშობაო ნაძვისხე აანთო

ბარაკ ობამამ საშობაო ნაძვისხე აანთო

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად საშობაო ეროვნული ნაძვისხე აანთო და ყველას ბედნიერი შობა უსურვა.

ობამას განცხადებით, ტრადიციისამებრ 90-ი წელია ამერიკელები საშობაო ნაძვის ხეს ანთებდნენ და ეს დღე ტრადიციულ ზეიმად იქცევა ხოლმე ამერიკლებისთვის .

„მშვიდობისა თუ ომის, ტრიუმფის თუ ტრაგედიის დროს, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიკრიბებოდით და საშობაო სასწაულს შევხაროდით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ობამას განცხადებით,მიუხედავად იმის, რომ დღევანდელი დღე საზეიმოა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არიან ამერიკლები,რომლებსაც რთული პერიოდი უდგათ.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები,რომლებმაც  ქარიშხალ „სენდის“ შედეგად ყველაფერი დაკარგეს, დღეს ძალიან უჭირთ,მაგრამ ამ უბრალო მამაკაცებმა და ქალებმა დაამტკიცეს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა, რაც წინ შეხვდებათ“,-განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს ქრისტეს სწავლება და სიკეთის ქმნა.