თეა წულუკიანი: მერაბიშვილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და შსს-მ დამატებითი დაკითხვა ჩაითვალა საჭიროდ

თეა წულუკიანი: მერაბიშვილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და შსს-მ დამატებითი დაკითხვა ჩაითვალა საჭიროდ

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვას ეხმაურება.

წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილთან დაკავშირებით, არაერთი  კითხვა არსებობს.

„არსებობს არაერთი კითხვა, მაგალითად რატომ ჰქონდა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეს პასპორტი, უნდა ჰქონოდა თუ არა და რა მიზნით იყენებდა; ხომ არ იყენებდა ამ პასპორტს აბსოლუტურად არამიზნობრივად. ამასთან დაკავშირებით, დამატებითი დაკითხვა ჩაითვალა საჭიროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან“ - განაცხადა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.