„ბატონო უჩა თქვენ „ოცნების“ ომბუდსმენი ბრძანდებით“

„ბატონო უჩა თქვენ „ოცნების“ ომბუდსმენი ბრძანდებით“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ  უჩა ნანუაშვილი „ოცნების“ ომბუდსმენი იქნება და არა ქართველი ხალხის.

როგორც დღევანელ პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე - უჩა ნანუაშვილის დანიშვნის თაობაზე მსჯელობისას, ხაჩიძემ განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ ნანუაშვილი განსაკუთრებული სახალხო დამცველი იქნება, მითუმეტეს, რომ ის საპარლამენტო უმცირესობის მიმართ,  საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟაღავნებს.

„ბატონო უჩა თქვენ „ოცნების“ ომბუდსმენი ბრძანდებით“, - მიმართა ნანუაშვილს ხაჩიძემ.