წიკლაური: ჩემს ქართველ ხალხს ის ადამიანი ვერ დაიცავს, რომელიც პროკურორის ტონალობით რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს

წიკლაური: ჩემს ქართველ ხალხს ის ადამიანი ვერ დაიცავს, რომელიც პროკურორის ტონალობით რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს

ჩემს ქართველ ხალხს ის ადამიანი ვერ დაიცავს, რომელიც პროკურორის ტონალობით რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.

ამის შესახებ დღევანელ პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე - უჩა ნანუაშვილის დანიშვნის თაობაზე მსჯელობისას, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა ომბუდსმენმა, გიორგი ტუღუშმა სახალხო დამცველის აპარატის  მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა.

„ახალი ომბუდსმენი არის თუ არა ის ადამიანი, რომელიც შეძლებს სათანადო სიმაღლეზე ამ ხარისხის შენარჩუნებას? ეს იქნება ერთი კონკრეტული პარტიის სახალხო დამცველი თუ ხალხის წარმომადგენელი? - სამწუხაროდ, ვერ იქნება.   ადამიანი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს,  ქართველ ხალხს მოძალადეების მიმართ ბოდიშის მოხდას სთხოვს და ის რუსულ გამოცემასთან ამბობდა, რომ საქართველო ომის დაწყებას კვლავ აპირებსო, ეს ადამიანი   ჩემს ხალხს ვერ დაიცავს, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც პროკურორის ტონალონით რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს“, - აცხადებს კანონმდებელი.