ლეონიდ თიბილოვი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის მომავალი შეხვედრა

ლეონიდ თიბილოვი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის მომავალი შეხვედრა

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს ჟენევის დისკუსიების ოსური დელეგაციებს წევრებთან ერთად ჟენევის 22–ე რაუნდის წინა მოსამზადებელი შეხვედრა გამართა. თიბილოვის განცხადებით,ცხინვალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის შეხვედრები, რადგან ეს არის ერთადერთი საერთაშორისო არენა,სადაც პოსტკონფლიქტურ სიტუაციებზეა შესაძლებელი საუბარი.

ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა,რომ ისინი დააკვირდებიან საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებს.

„ჩვენ ჯერჯერობით ვაკვირდებით, როგორ წარმოაჩენს თავს ქართული მხარე მას შემდეგ,რაც ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა და ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა ყველა. მიუხედავად ამის,ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა,რათა იყოს განსაზღვრული გარანტიები ქართული მხარისგან“,-განაცხადათიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვმა მადლობა გადაუხადა ოსური დელეგაციის წევრებს გაწეული მუშაობისთვის, აღნიშნა მათი პრინციპულობა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში და იმედი გამოთქვა, რომ  ჟენევის 22-ე შეხვედრა წარმატებული იქნება.