ბესელია: პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე ღირსეულ კანდიდატთა შორის ღირსეულს აირჩევს

ბესელია: პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე ღირსეულ კანდიდატთა შორის ღირსეულს აირჩევს

უჩა ნანუაშვილი კარგი სახალხო დამცველი ქვეყნისთვის იქნება და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის.

ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე ღირსეულ კანსიდატთა შორის ღირსეულს აირჩევს.

კანონმდებელი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტისთვის ნანუაშვილი ძალიან კარგი ომბუდსმენი იქნება.

ამ წუთებში, სხდომაზე, ომბუდსმენის კანდიდატთან დაკავშირებით, კომიტეტების თავმჯდომარეები შეფასებებს აკეთებენ.