მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს.

გარემოვაჭრეებს მერიასთან სახელდახელო დახლი აქვთ მოწყობილი, სადაც გამოფენილი აქვთ ბოსტნეული, ხილი, სხვადასხვა სახის პროდუქტი და სუნელები.

გარემოვაჭრეები თბილისის მერიისგან ახალ წლამდე გარევაჭრობის დაშვებას სთხოვენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ  მერიასთან აქციას ყოველდღე გამართავენ.