ალექსი პეტრიაშვილი: MAP-ი მინიჭების შესაძლებლობა ამ მინისტერიალზე არ ყოფილა

ალექსი პეტრიაშვილი: MAP-ი მინიჭების შესაძლებლობა ამ მინისტერიალზე არ ყოფილა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც,  საქართველომ ნატო-ს მინისტერიალზე MAP-ის მიღების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, აცხადებს, რომ  პრეზიდენტი ან შეცდომაში იყო შეყვანილი, ან მცდარი განცხადება გაკეთდა.

პეტრიაშვილის თქმით,   MAP-ი მინიჭების შესაძლებლობა ამ მინისტერიალზე არ ყოფილა.

„თუ პრეს-ცენტრმა ახსენა MAP-ი, მინდა, გითხრათ, რომ ამ მხრივ მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინი იყო შექმნილი. ამ მინისტერიალზე საქართველოსთვის MAP-ი მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. ეს მინისტერიალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დადებითად შეფასდა საქართველოს არჩევნები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, აქვს სრული ნდობა საქართველოს მთავრობის, რომ ის დაიცავს კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  MAP-ზე არჩევნების შემდეგ არც ერთხელ  არ ყოფილა საუბარი და ადრეც მცდარი მოლოდინი იყო შექმნილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.