გოგა ხაჩიძის მამის ქონებას სანქცია 235 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ მოეხსნება

გოგა ხაჩიძის მამის ქონებას სანქცია 235 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ მოეხსნება

შემოსავლების სამსახურში საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის მამის, მევლუდ ხაჩიძის მიწის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

მათი ინფორმაციით, გოგა ხაჩიძის მამას მიწის ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო საგადასახადო გირავნობა დაეკისრა.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ჯარიმა 235 ლარს შეადგენს და მისი გადახდისთანავე სანქცია მოიხსნება. მოისწრაფიშვილის განმარტებით, საგადასახადო გირავნობა მევლუდ ხაჩიძესთან ერთად კიდევ რამდენიმე ათას ადამიანს დაეკისრა.

მშობლების ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წუხელ გოგა ხაჩიძემ გაავრცელა.