გოგა ხაჩიძე: ქონების დაყადაღების სავარადუდო მიზეზი მიწის გადასახადია

გოგა ხაჩიძე: ქონების დაყადაღების სავარადუდო მიზეზი მიწის გადასახადია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაჩიძის ინფორმაციით,  მისი მშობლების უძრავი ქონების დაყადაღების მიზეზი მიწის გადასახადის დაგვიანებაა.

როგორც ჟურნალისტებს ხაჩიძემ განუცხადა, მისი მშობლების უძრავი ქონება გუშინ  დააყადაღეს.

„დაყადაღების სავარადუდო მიზეზი მიწის გადასახადია და ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩვეულებრივ ადმინისტრირება მიდის. ალბათ, გადასახადის დაფარვა დაგვიანდა ეს გადასახადები გადაიხდება, მაგრამ ეს სხვა დატვირთვას იღებს“, - აცხადებს ხაჩიძე.

ამასთან, დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტსაც შეისწავლის.

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი გაჩხრიკეს, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ურთხვაში მდებარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკა ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, რომლის დროსაც მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟილეტი. მევლუდ ხაჩიძე დაიკითხა მოწმის სახით.