სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება დროებით გადაიდო

სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება დროებით გადაიდო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი სესიაშვილმა „სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტი დროებით უკან გაიწვია, რომლის თანახმად, სამხედრო რწმუნებულის პოსტი იქმნება.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუმარტა, არასამთავრობო სექტორთან დიალოგისა და კონსულტაციების ფარგლებში გადაწყდა, რომ ამ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდეს.

„ასევე პრობლემაა ფინანსური ნაწილი, ბიუჯეუტი მტკიცდება და სავარაუდიოდ, ამ კანონპროექტის ბიუჯეტში დროულად ასახვა ვერ მოესწრებოდა. ამიტომ,  არ ვიჩქარეთ და დიალოგის რეჟიმში ვეცდებით,  ის მისაღები ფორმა გამოვნახოთ, რომელიც უნდა წაადგეს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას“,  აცხადებს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა. ცვლილებებით კი, ქვეყნის უმაღლესი ორგანო პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის პოსტს ქმნის. ამ თანანმდებობაზე პირის დანიშვნა კი, 5 წლის ვადით მოხდება და ეს პირი ხელშეუხებელი იქნება. რაც შეეხება მის საქმიანობას, სამხედრო რწმუნებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთა საჩივრების ადრესატი, ასევე ის როგორც შუამავალი ჯარისკაცებს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.