ამერიკის სენატმა „ მაგნიტსკის აქტი“ მიიღო

ამერიკის სენატმა „ მაგნიტსკის აქტი“ მიიღო

 ამერიკელმა სენატორებმა ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმების პარალელურად,რომელიც რუსეთ-ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობებს კრძალავდა, „მაგნიტსკის აქტი მიიღეს“ იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

მათ წინააღმდეგ  განხორციელდება გარკვეული სანქციები- აეკრძალებათ  ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები.

 „მაგნიტსკის აქტს“ ხმა 94-მა სენატორმა მისცა, წინააღმდეგი მხოლოდ 4 წავიდა.

აქტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სენატორი კარლ ლევინი აქტის ამოქმედებას  არა მარტო კონკრეტული ჩინოვნიკების, არამედ კორუფციაში მხილებული სხვა რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგაც ითხოვს.

ფონდ Hermitage Capital -ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც უფლებადამცველების მტკიცებით, მასზე წამების მეთოდები განხორციელდა. მაგნიტსკიმ რუსეთის შს სამინისტრო და საგადასახადო სამსახური ამხილა კორუფციულ სქემაში,რომელიც რუსეთის ბიუჯეტს მილიარდობით რუბლი უჯდებოდა.