კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე და „კუდ-ის“ სხვა მაღალჩინოსნებზე: სოსო თოფურიძეზე, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება.
ძებნის შესახებ დადგენილება მთავარმა პროკურტატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.
ცნობისთვის „კუდ-ის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების გადამეტაბაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებულები.
ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.
ყოფილ მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონიძიება - პატიმრობა - დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.