გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი:"არხში, რომელშიც უზარმაზარი რესურსები ჩაიდო, რეიტინგებში მეექვსე პოზიციაზე. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მენეჯმენტის ბრალია"

"სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ კახა ბექაური უფრო დიდი პროფესიონალია, ვიდრე - ლუბა ელიაშვილი. ამასთან, არ მიმაჩნია სამართლიანად ელიაშვილის "მეცრე არხში" მისვლით თანამშრომლების დაძაბვა, რადგან მას ჯერ არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და ეს აქამდე პრობლემა არ იყო. ერთი-ორი კვირა დაეცადათ და, თუ მისი მხრიდან ისეთ ქმედებებს ექნებოდა ადგილი, რაც ჟურნალისტულ უფლებებს შეზღუდავდა, შემდეგ შეეძლოთ ამის გაკეთება. წინასწარ ასეთი შინაარსის განცხადებები, მაშინ როცა ლუბას არაფერი გაუკეთებია, ძალიან უცნაურ და დაუფიქრებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ის, რომ ბექაური "მეცრხე არხზე" სიტყვის თავისუფლების გარანტი იყო, ღიმილის მომგვრელია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებში მისი მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამას ხუხაშვილი კატეგორიულად უარყოფს. ექსპერტი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ "მეცხრე არხი" და მის მიერ მომზადებული სიუჟეტები არ მოსწონს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი გემოვნების საკითხია.
სააგენტოსთან საუბრისას ხუხაშვილი "მეხრე არხსა" და მასთან დაკავშირებით არჩევნების წინ გავრცელებულ ცნობილი ფარული ჩანაწერის თემასაც შეეხო, ჩანაწერის ფალსიფიცირებულობას გაუსვა ხაზი.

"არხში, რომელშიც უზარმაზარი რესურსები ჩაიდო, რეიტინგებში მეექვსე პოზიციაზე. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მენეჯმენტის ბრალია. არც მათი სიუჟეტები მომწონდა, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვერავინ იტყის, რომ რაიმეში ჩავერიე. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ ვუყურებდი "მეცხრე არხს", რადგან მათი სიუჟეტები არ მომწონს, რაც გემოვნების თემაა. რაც შეეხება იმას, თუ რას ვილაპარაკებ ოჯახში ან მეგობართან... შემდეგ გაკეთდება უკანონო ჩანაწერი, მოხდება კონტექსტის დამახინჯება... თუ ვინმე იტყვის, რომ მე რეალურად ჩავერიე "მეცრე არხთან" დაკავშირებულ თემებში, მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო. დღესაც ტელევიზიით ვიგებ, რა ხდება და ამაში არანიარი მონაწილეობა მიღებული არა მაქვს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.