ალექსი პეტრიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდება

ალექსი პეტრიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს, 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში, VIII სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შეხვედრას გამართავს.

მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) თანამომხსენებლებს - მიკაელ აასტრუპ იენსენს, ბორის ცილევიჩსა და კომიტეტის მდივანს - ბას კლეინს შეხვდება.