ამერიკას სირიელ მებრძოლთა ჯგუფი „ტერორისტულ სიაში“ შეჰყავს

ამერიკას სირიელ მებრძოლთა ჯგუფი „ტერორისტულ სიაში“ შეჰყავს

ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, სირიელ მებრძოლთა ერთი ჯგუფი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, „ტერორისტულ სიაში“ შეიყვანოს.

Associated Press-ის ინფორმაციით, საუბარია  დაჯგუფება „ჯებჰატ ანნუსრზე“, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან, ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის.

ამ დაჯგუფებას არა მარტო „ალ-ქაიდასთან“კავშირი, არამედ  რამდენიმე მსხვილი ტერორისტული აქტის მოწყობა დამასკოში, სირიის სახელმწიფო ტელევიზიაში შეჭრა და  ადგილობრივი ჟურნალისტების მკვლელობები ბრალდება.

ამჯამად „ჯებჰატ ანნუსრი“ თურქეთ-სირიის საზღვართან იბრძვის.

გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე, დაჯგუფების წევრებს აეკრძალებათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა, აგრეთვე მოხდება ამერიკულ ბანკებში მათი ყველა ანგარიშის გაყინვა.