მიხეილ სააკაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია

მიხეილ სააკაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია

საქართველოს პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ინსტიტუციური წინსვლა არ ყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გამოსწორებადია.

აღნიშნულის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა.

„ახლა რა მოხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, არის გადამწყვეტი საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც სამწუხაროდ, ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია, დაკარგული არაფერი არ არის. ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ წინსვლა, თუკი რაღაცნაირად გადავხედავთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.