სოციალურად დაუცველთა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

სოციალურად დაუცველთა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველი პირების აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი  მონაწილის განცხადებით, მათ ეკონომიკის სამინისტროსგან, რკინიგზის საავადმყოფოში დენის ჩართვასთან დაკავშირებით,  დადებითი პასუხი მიიღეს და შენობაში დენს ორ დღეში შეიყვანენ.

სოციალურად დაუცველები პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და პოლიციელებს მადლობას უხდიან ადამიანური მოპყრობისთვის.

სოციალურად დაუცველი პირები რკინიგზის საავადმყოფოში, რომელშიც ოქტომბერში შიეჭრნენ,  ელექტორენერგიის და გაზის შეყვანას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მეორე დღეა ითოხვენ.