სირია ევროკავშირის ბოლო ქვეყანამაც დატოვა

სირია ევროკავშირის ბოლო ქვეყანამაც დატოვა

Reuters–ის ინფორმაციით, სირია ევროკავშირის ბოლო წარმომადგენელმა ქვეყანამაც დატოვა. უნგრეთმა დამასკოდან საელჩოს წარმომადგენლობა გაიყვანა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სირიის დედაქალაქ დამასკოში არსებულმა „კრიტიკულმა მდგომარეობამ“ მიაღებინათ.

ბოლო დღემდე უნგრეთი რჩებოდა ერთადერთი სახელმწიფო ევროპის ქვეყნებს შორის, რომლის საელჩოც დამასკოში მუშაობდა.

„ყოველ წუთას ძლიერდება აფეთქებები დამასკოში, არ წყდება ბრძოლა აჯანყებულებსა  და სახელმწიფო ძალებს შორის, რამდენიმე დღეში ერთხელ, სირიის ოპოზციური ძალები, დამასკოდან საერთაშორისო ეროპორტიდან მიმავალ გზას კეტავენ, რომელიც ხელიდან ხელშიგადადის“,-აცხადებენ უნგრეთის საელჩოში.

ორი დღით ადრე გაერომაც გაიყვანა ტექნიკური პერსონალი სირიის დედაქალქიდან. მათი განცხადებით, ისინი საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებას ვეღარ უზურნველყოფენ.