ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს

ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს

რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა.

ზაალ ჩიქობავას თქმით, თავისი ნებით თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და კულტურის სამინისტროს სთავაზობს, ამ თანამდებობიდან გაათავისუფლოს და ვინც თავად უნდა ის დანიშნოს.

„მე თანამდებობიდან ჩემი ნებით წასვლას არ ვაპირებ და ვთავაზობ კულტურის სამინისტროს, თუ მას ასე სურს, გამათავისუფლოს სამსახურიდან და დანიშნოს ის, ვინც თავად უნდა. ჩემი პრინციპი არის ხვალინდელი დღის დაცვა, რასაკვირველია, როგორც მსახიობი თეატრში აუცილებლად დავრჩები. მე ველოდი, რომ რობერტ სტურუასთან რაიმე სახის კომუნიკაცია მექნებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა"- აღნიშნა ჩიქობავამ და დასძინა, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთაველის თეატრის ახალ მმართველად შესაძლოა გია თევზაძე დაინიშნოს.