BBC-ის კიდევ ერთი კიდევ ერთი კორესპონდენტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

BBC-ის კიდევ ერთი კიდევ ერთი კორესპონდენტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

BBC-ის კიდევ ერთი სპორტულ კომენტატორს სტიუარტ ჰოლის სამი არასრულწლოვანის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.

 82 წლის სტიუარტ ჰოლი ბრიტანეთის პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულებრივ ძალადობას ადგილი ჰქონდა 1974-84 წლებში, გოგონების ასაკი კი 8-დან 17 წლამდე იყო.

სტიუარტ ჰოლი BBC-ში 1959 წლიდან მუშაობს.  იგი 10 წლის განმავლობაში უძღვებოდა გადაცემას It's a Knockout,რომლის დროსაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა, მას შემდეგ სპორტულ კომენტატორად მუშაობს.მას დღესაც მიჰყავს არხზე სპორტული გადაცემები. არხის ხელმძღვასნელობის განმარტებით, ჰოლი, სანამ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, არხზე გადაცემებს ვეღარ წაიყვანს.

The Independent –ის ინფორმაციით, სტიუარტ ჰოლის საქმე არ განიხილება BBC–ის კიდევ ცნობილ წამყვან ჯიმი სევილის საქმესთან, რომელსაც ასევე არასრწულწლოვანების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.სევილი 2011 წელს გარდაიცვალა.

The Independent–ის ინფორმაციით, სტიუარტ ჰოლი პოლიციამ სახლში გამოუშვა,მისი სასამართლო მოსმენა კი 2013 წლის 7 იანვარსაა ჩანიშნული.