ვაკო ავალიანი: თავდაცვის სამინისტროს ორი ათასზე მეტმა ყოფილმა სამხედრომ განცხადებით მიმართა

ვაკო ავალიანი: თავდაცვის სამინისტროს ორი ათასზე მეტმა ყოფილმა სამხედრომ განცხადებით მიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორი ათასზე მეტმა ყოფილმა სამხედრომ განცხადებით მიმართა.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში გათავისუფლებულ სამხედროთა საქმეებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის.

„უამრავი სამხედრო გასულ წლებში უსამართლოდ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.  თავდაცვის სამინისტროში შექმნილია კომისია. უკვე შემოსულია 2220-ზე მეტი განაცხადი, განცხადებები კვლავ შემოდის. შესაბამისად ხდება ამ განცხადებების განხილვა და ჩვენი სურვილია ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ საქართველოს და პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს, დაბრუნდნენ შეიარაღებულ ძალებში"-განაცხადა ვაკო ავალიანმა.