თევდორაძე: იმ ადამიანების სიხარული ნაადრევია, რომელიც პარლამენტის თბილისში დაბრუნდებაზე ფიქრობენ

თევდორაძე: იმ ადამიანების სიხარული ნაადრევია, რომელიც პარლამენტის თბილისში დაბრუნდებაზე ფიქრობენ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი თევდორაძე მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების სიხარული ნაადრევია, რომელიც პარლამენტის თბილისში დაბრუნდებაზე ფიქრობენ.

როგორც ჟურნალისტებს  ქუთაისის ყოფილმა მერმა განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს, რომლის მიხედვით, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება 48-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.

„ამ ინიციატივის გატანას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რომელიც უმრავლესობას არ ჰყავს. ვერანაირი ძალა და ვერანაირი გარემოება ვერ მაიძულებს,  რომ ამ ინიციტივას მხარი დავუჭირო. ძლიერი ქუთაისი - ძლიერ საქართველოს ნიშნავს, რის გამოც, თბილისში პარლამენტი არ უნდა გადავიდეს“, - დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრვალესობამ პირველი საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტს დაახლოებით 80 დეპუტატი აწერს ხელს.