უმრავლესობა ომბუდსმენობის კანდიდატებს ხვდება

უმრავლესობა ომბუდსმენობის კანდიდატებს ხვდება

ამ წუთებში, საპარლამენტო უმრავლესობისა ომბუდსმენობის კანდიდატების - თამარ გურჩიანისა და უჩა ნანუაშვილის შეხვედრა დახურულ ფორმატში  მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, იგი შეხვედრაზე საკუთარ ხედვასა და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება.  ესენი არიან - თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნიკა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.  პარლამენტმა ომბუდსმენი 13 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს, თუმცა საკითხი სავარაუდოდ პარლამენტის 5 დეკემბერის სესიაზე გავა.