ჟურნალმა „Global Finance“ თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკად დაასახელა (R)

ჟურნალმა „Global Finance“ თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკად დაასახელა (R)

 

ჟურნალმა „Global Finance“ გამოაქვეყნა მსოფლიოს 2013 წლის სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო პროვაიდერების ნომინაციაში გამარჯვებული ბანკების სია. თიბისი დაჯილდოვდა, როგორც ქვეყანაში საუკეთესო ბანკი ამ მიმართულებით.გამარჯვებულები შეირჩა შემდგომი კრიტერიუმების მიხედვით: სავალუტო საკონვერსიო ტრანზაქციების მოცულობა, სავალუტო საკონვერსიო ტრანზაქციების საბაზრო წილი, ბანკის აქტივობა საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, კლიენტების მომსახურების ხარისხი, კონკურენტუნარიანი სავალუტო გაცვლითი კურსები და ამ მიმართულების ინოვაციური ტექნოლოგიები.

2012 წელს თიბისი ბანკმა უკვე მეოთხე ჯილდო მოიპოვა Global Finance-ისგან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო ბანკი საქართველოში“, „საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით“, „საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში“, და „სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკი საქართველოში“.