მაია ფანჯიკიძე დღეს ბრიუსელში ჩავა

მაია ფანჯიკიძე დღეს ბრიუსელში ჩავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ბრიუსელში ჩავა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფანჯიკიძე შეხვედრებს ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ხვალ გამართავს.

 მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის წევრი ქვეყნების მინისტრების სხდომაში, ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ვიზიტის ფარგლებში იგი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის კოლეგებთან.

 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. შეხვედრებს თავმჯდომარეობას გაუწევს ნატო-ს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი.