მიხეილ სააკაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს.

მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებზეც ისაუბრეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას.

ქვეყნის პირველმა პირმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.