ვიქტორ იუშენკოს პარტიის ფინანსების მოპარვაში ადანაშაულებენ

ვიქტორ იუშენკოს პარტიის ფინანსების მოპარვაში ადანაშაულებენ

უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვერც თანაპარტიელები და ვერც თანამოაზრეები ვერ პოულობენ. ის უბრალოდ მიიმალა...პარტიის ფინანსებთან ერთად.

არჩევნების დაწყებამდე პარტიამ“ჩვენმა უკრაინამ“ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ის საარჩევნო  კამპანიისთვის 7,7 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა.თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თანხები ვერც რეგიონალურმა პარტიულმა ორგანიზაციებმა მიიღეს და არც ტელევიზიაში რეკლამებისთვის დახარჯულა დიდი თანხები. ესმაშინ,როცა, ექსპერტთა განამრტებით, დანარჩენმაპარტიებმა, ვინც შეძლო ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, ბევრად ნაკლები თანხები დახარჯეს კამპანიისთვის.

იუშენკოს პრესმდივნის ირინა ვინიკოვას განცხადებით,იუშენკო არსადაც არ წასულა და „ვისაც მისი ნახვა უნდოდა, ნახეს კიდეც“,– აცხადებს ვინიკოვა.