მაგნატის ყოფილი მესაკუთრეს მალხაზ ბაბლიძეს შესაძლოა პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭოს

მაგნატის ყოფილი მესაკუთრეს მალხაზ ბაბლიძეს შესაძლოა პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მაგნატის ყოფილი მესაკუთრესთვის მალხაზ ბაბლიძესთვის  პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას არ გამორიცხავს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, სამუშაო ჯგუფი კომიტეტს რეკომენდაციას აძლევს, რომ პოლიტდევნილთა სიას ბაბლიძეც დაემატოს.

მისი თქმით, მალხაზ ბაბლიძეს პოლიტიკური ნიშნით დაუწყეს დევნა, ბიზნესი ჩამოართვეს და ამ საქმეებში კეზერაშვილის ინტერესები სახელდება.

ამასთან, სამუშაო ჯგუფმა ვიცე-პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამივე პირზე გასცა დადებითი რეკომენდაცია, რეკომენდაციაა ასევე „სახალხო კრებიდან“ 26 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანზე.

„კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საერთო ჯამში სულ 15-ზე მეტი პირის საქმე განიხილება, რომლებზეც სამუშაო ჯგუფმა დადებითი რეკომენდაცია გასცა და მიიჩნია, რომ ისინი პოლიტდევნილთა და პოლიტმატიმართა სიაში უნდა შევიდნენ. კომისიამ მუშაობა დაასრულა. მან გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იმ საქმეებზე გასცა, რომებიც კომიტეტში 19 ნოემბრამდე იყო შესული. 19 ნოემბრიდან დღემდე კი 50-ზე მეტი საქმეა შესული და მათი შესწავლა ფიზიკურად ვერ მოესწრო. ჩვენ ვიმსჯელებთ სამუშაო ჯგუფს ექნება თუ არა საშუალება, რომ გააგრძელოს მუშაობა, თუმცა დღეს ჩვენ განცხადებების მიღებას შევწყვეტთ“, - დასძინა კანონმდებელმა.

ამ წუთებში კომიტეტის სხდომა დახურულ კარს მიღმას მიმდინარეობს.