ფინეთში ჩრდილოეთის ციალს  ჩაბნელებული ლაპლანდიიდან აკვირდებიან

ფინეთში ჩრდილოეთის ციალს ჩაბნელებული ლაპლანდიიდან აკვირდებიან

ფინეთში,ლაპლანდიის პროვინციაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საღამოს 22:00 საათზე გარე განათება ითიშება და იულის დასახლებაში სრული სიბნელე ისადგურებს. განათებულია მხოლოდ მაღაზიების და სასატუმროების ფირნიშები.

ადგილობრივმა მოსახლოებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო,რომ ტურისტებმა შეძლონ და დააკვირრდნენ ჩრდილოეთის ციალს.

რამდენი ხნით იქნება იულის დასახლება საღამოს სიბნელეში ჩაძირული არავინ იცის, რადგან ჩრდილოეთ ციალი შეიძლება რამდენიმე წუთით, შეიძლება კი რამდენიმე კვირასაც გაგრძელდეს.

ლაპლანდიის  პროვინცია და იულის დასახლება ტურისტებისთვის საკმაოდ ცნობილია.ამ პერიოდისთვის დასახლებაში უკვე ტურისტების მოჭარბება შეინიშნება, თუმცა, როგორც ლაპლანდიელები აცხადებენ, რამდენიმე დღეში ისინი კიდევ უამრავ სტუმარს მიიღებენ.