მარტვილში გამგეობის შენობა ისევ ბლოკირებულია

მარტვილში გამგეობის შენობა ისევ ბლოკირებულია

მარტვილის გამგეობასთან აქცია გრძელდება.  აქციის მონაწილეები   გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ მათ კომპეტენტური პირი პასუხს არ გასცემს.

მარტვილში აქციის მონაწილეებსა და  საკრებულოს წევრებს  შორის  შორის, მოლაპარაკება არ შედგა.  აქციის მონაწილეების განცხადებით, რაიონის გამგებელი მამუკა დანელია ჯერ მათთან მოსალაპარაკებლად არ გამოჩენილა, მის მოადგილეს კი, ტელეფონი გათიშული  აქვს.  

აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ნაწილი კი, ქუთაისში, საკანონმდებლო შენობასთან აპირებენ შეკრებას. 

აქციის მონაწილეებს მხარდამჭერები შეუერთდნენ ონიდან, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პროტესტი მანამ არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„აქციაზე უკვე გაიჟღერა რადიკალურმა მოთხოვნებმა. ამ აქციას შეიძლება შემოუერთდნენ სხვა ქალაქების წარმომადგენლები და შემდეგ უკვე მოვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომასაც“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.