შსს-ს აკადემიაში ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

შსს-ს აკადემიაში ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს ოფისის (UNODC) მიერ ორგანიზებული ექსპერტთა რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა UNODC F23 პროექტის ფარგლებში შედგა. მისი მიზანია, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გაცვლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების როლის გაძლიერება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და ავღანეთის  სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების, შემოსავლების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.