დავით უსუფაშვილი : სააკაშვილი ლობისტების მომსახურებასაა შეჩვეული

დავით უსუფაშვილი : სააკაშვილი ლობისტების მომსახურებასაა შეჩვეული

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი  სააკაშვილი  ლობისტების მომსახურებას შეჩვეულია და ამას ვერ მოიშლის.  

„მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ყველა სტატიას ერთ სივრცეში ვერ მოვაქცევთ. ჩვენ მედიასთან საბრძოლველად არ მოვსულვართ. ჩვენ მოვედით, რადგან ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვებრძოლოთ. ასევე გარე სამყაროს, სხვა ქვეყნებს, უნდა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იმითაა დაკავებული, რომ მსოფლიოს აჩვენოს თუ როგორი დაჩაგრულები არიან. პირადად მე პარლამენტში 6-7 მივლინებაზე ვაწერ ხელს, რადგან ისინი ფრაქციის სახსრებით საზღვარგარეთ დადიან. მათი საქმეა ახლა, რომ იარონ საზღვარგარეთ, რათა რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ მისცენ, თუ როგორ ჩაგრავენ. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და ახალი ხელისუფლება ამაზე არ ღიზიანდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.