მსოფლიო სავალუტო ბანკის ხელმძღვანელი დომენიკ სტროს- კანი იძულებული გახდა სასტუმროს დამლაგებლისთვს 6 მილიონი დოლარი გადაეხადა.
ფრანგული გაზეთ „Mond“-ის ინფორმაციით, სტროს-კანი ბოლო პერიოდის განმავლობაში სამჯერ გადაფრინდა ნიუ-იორკში, რათა სასტუმროს დამლაგებელს შეთანხმებოდა და თანხა გადაეხადა.
როგორც გაზეთისთვის ცნობილი გახდა, სავალუტო ბანკის ხელმძღვანელი 3 მილიონ დოლარს ბანკიდან კრედიტითგამოიტანს, 3 მილიონ დოლარს კი ყოფილი მეუღლე ვალად ასესხებს.
სექსუალური სკანდალი დომენიკ სტროს -კანის წინააღმდეგ წელიწადნახევრის წინ აგორდა,მას ბრალად ედებოდა ამერიკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელზე განხორციელებული ზეწოლა. თუმცა ფრანგული პრესააქტიურად წერდა იმაზე, რომ სტროს-კანი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ ლილის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ ორგიებში, რომელსაც კომპანია Eiffage აფინანსებდა.