სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფ. გაჩიანში, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით,  წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ავთანდილ ა. დააკავეს.

პირადი ჩხრეკისას ავთანდილ ა-ს ერთი „ბაში“ ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“  აღმოაჩნდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 „ავთანდილ ა-ს დაკავების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შედეგად, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს კიდევ ერთი პირი - აზერბაიჯანის მოქალაქე, სუმგაითის მკვიდრი, 1976 წელს დაბადებული სულთან ბ. თბილისში, ისნის რაიონში, ავტომანქანების მეორადი ნაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა  სულთან ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 5 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ ამოიღეს.

 სულთან ბ-ს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში  წარედგინება საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.