გონდურასში 2 მილიარდი დოლარის კოკაინი აღმოაჩინეს

გონდურასში 2 მილიარდი დოლარის კოკაინი აღმოაჩინეს

გონდურასის პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის კოკაინი  აღმოაჩინა. ტვირთის რაოდენობა 15 ტონას შეადგენს. ამერიკულ ბაზარზე მისი ფასი 2 მილიარდი დოლარია.

ტვირთი დეპარტამენტ იოროს ერთ–ერთი კერძო ფირმის გვირაბში აღმოაჩინეს. ნარკოტიკებთან ერთად სამართალდამაცავებმა ასევე აღმოაჩინეს ქიმიური პრეპარატები, რომელიც ნარკოტიკის დასამზადებლადაა საჭირო.

გონდურასის პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დააკავა ჯგუფი,რომელიც ნარკოტიკებს იატაკქვეშეთში ამზადებდა.

გონდურასი ერთ-ერთი მსხვილი სატრანზიტო პუნქტია, საიდანაც ნარკოტიკები ამერიკაში ხვდება.