ბრიტანეთის პოლიცია ბიზნესმენ პერეპელიჩნის მკვლელობის საქმით დაინტერესდა

ბრიტანეთის პოლიცია ბიზნესმენ პერეპელიჩნის მკვლელობის საქმით დაინტერესდა

ბრიტანული გამოცემა Evening Standard–ის ინფორმაციით,რუსი ბიზნესმენის ალექსანდრპერეპელიჩნის მკვლელობის საქმით,ბრიტანეთის პოლიცია დაინტერესდა.

ალექსანდრე პერეპელიჩნი რამდენიმე დღის წინ სურეის საგრაფოს ქალაქ ვეიბრიჯში საკუთრ სახლთან ახლოს იპოვეს მკვდარი. ადგილობრივმა პოლიციამ გარდაცვალების მიზეზების დადგენა ვერ შეძლო და ცხედარს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ექსპერტების დასკვნით, 44 წლის ბიზნესმენს რაიმე სერიოზული დაავადება არ აღენიშნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით,პერეპელიჩნი „მაგნიტსკის საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახლდათ.მან 2009 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მასმედია და „მაგნიტსკის საქმის“ დაინტერესებული პირები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი „რუსულმა კგბ“ თავიდან მოიშორა, თუმცა რუსული სპეცსამსახურები ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფენ.