სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ელგუჯა კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1998 წლის 21 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ელგუჯა კ. -მ ურთიერთშელაპარაკებისას სიდედრი, 1928 წელს დაბადებული ნაზი ჯახუა მოკლა. შემდეგ, მეუღლის, 1973 წელს დაბადებული მაია კ.-ს დახმარებით, ლეიბის პირში გახვეული გვამი თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩამარხა და კვალის დასაფარად აღნიშნულ ადგილზე სველი წერტილი გააკეთა.

დაკავებისას ელგუჯა კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ნანა ჯახუას გვამის ზუსტი ადგილსამყოფელი მიუთითა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე ელგუჯა კ. -თავს არიდებდა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას, შემდგომში მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და დანაშაულში მხილების თავიდან აცილების მიზნით.

საქმე აღიძრა სსსკ 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.