იგორ გიორგაძე  პარლამენტს პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს

იგორ გიორგაძე პარლამენტს პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

სამუშაო ჯგუფის წევრთა განცხადებით, იმის გამო, რომ გიორგაძის საქმე კომისიაში გვიან შევიდა, მისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს ამ ეტაპზე სავარაუდოდ აღარ განიხილავენ.

სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეს ასრულებს და დღეს დამატებით კიდევ იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებსაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ. ასეთი კი, 200-ზე მეტი ადამიანი იქნება. პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საბოლოო სია და დადგენილების პროექტი პარლამენტს 5 დეკემბერს წარედგინება.