ობამა „მაგნიტსკის კანონის“ სხვა ქვეყნებზე გავრცელების წინააღმდეგია

ობამა „მაგნიტსკის კანონის“ სხვა ქვეყნებზე გავრცელების წინააღმდეგია

ამერიკის პრეზიდეტის ბარაკ ობამას სურვილია“მაგნიტსკის კანონი“ მთელ მსოფლიოზე არ გავრცელდეს და მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს შეეხოს. Foreign Policy–ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა თავისი სურვილი კონგრესს გაუზიარა, თუმცა კონგრესმენების უმეტესობა ამ პოზიციას არ იზიარებს.

ამერიკის კონგრესმა 16 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი,რომლის თანახმადაც რუს ჩინოვნიკებს, რომელებიც იურისტრ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი,ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ და მათი ანგარიშები გაიყინოს. სენატორ ბენჯამინ კარდინის ჯგუფი, რომელიც ამ კანონპროექტის ინიციატორია, იბრძვის, რომ ეს კანონი გავრცელდეს სხვა ქვეყნის ჩინოვნიკებზეც, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება.