„მე-9 არხი“ თამარ რუხაძემ და  კიდევ  რამდენიმე  ხელმძღვანელმა  პირმა დატოვა

„მე-9 არხი“ თამარ რუხაძემ და კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა დატოვა

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ „მეცხრე არხი“ დატოვა.

ტელეკომპანიის დატოვების მიზეზად იგი ახალ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობას ასახელებს.

 კონკრეტულად კი, რუხაძეს არ მოსწონს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომა ჟურნალისტებისადმი და იმ ადამიანებისადმი, ვინც „საქმეს აკეთებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, „მე-9 არხი“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებში ირინა თევდორაშვილმა და რეგიონულმა პროდიუსერმა ირაკლი აფსაძემ დატოვა.

ცნობისთვის, „მე-9 არხი“დატოვა  თავად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.